გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს “Workly”-ის გამოყენებას. ვებ-გვერდზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს “Workly”-ის მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე. “Workly”-ზე გამოქვეყნებული მომსახურების სარგებლობით თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს.

ტერმინთა განმარტებანი

  • “Workly” – ვებ გვერდი (საიტი) ( https://workly.ge )
  • “სამუშაოს მაძიებელი” – ფიზიკური პირი რომელიც სარგებლობს “Workly”-ის მომსახურებით, ანთავსებს ან მოიძიებს სასურველ ინფორმაციას;
  • “დამსაქმებელი” – იურიდიული პირი რომელიც სარგებლობს “Workly”-ის მომსახურებით.
  • „მომსახურება“ – “სამუშაოს მაძიებლის” მიერ გამოქვეყნებული განცხადება.
  • „ვაკანსია“ – “ორგანიზაციის” მიერ გამოქვეყნებული ვაკანსია.
  • „განცხადება“ – “ორგანიზაციის” ან „მომხმარებლის“ მიერ გამოქვეყნებული ვაკანსია ან მომსახურება.
  • „პლატფორმა“ – ვებ-გვერდი https://workly.ge
  • „ჩემი გვერდი“ – ციფრული სივრცე, რომელსაც იყენებს “მომხმარებელი” ან „ორგანიზაცია“ “Workly”-ის მომსახურებით სარგებლობისას.

შეთანხმების ძირითადი პირობები

“Workly” არის ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს Horeca სექტორის პერსონალის მოძიებასა და დასაქმებას. პლატფორმა აკავშირებს „სამუშაოს მაძიებლებს„ და „ორგანიზაცებს“ ერთმანეთთან. (მფლობელი კომპანია ს/კ [მიუთითეთ საიდენტიფიკაციო კოდი])

„მმართველ კომპანია“ არ ფლობს “Workly”-ზე განთავსებულ ვაკანსიებს და „პლატფორმაზე“ განთავსებული ვაკანსიები ეკუთვნით „ორგანიზაციებს“, რომლებიც სარგებლობენ „ჩვენი“ სერვისით.

„Workly“ “მომხმარებელს” აძლევს ონლაინ წვდომას „ორგანიზაციების“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე;

„Workly“ რეგისტრაციის შემდეგ „ორგანიზაციებს“ აძლევს წვდომას ბიზნეს პროფილზე.

თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია არ უნდა:

  • იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში “მომხმარებელი”.
  • ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
  • ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის უფლებებს.
  • შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
  • შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
  • შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
  • მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
  • უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
  • შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
  • შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას (გარდა იმ კონკეტული ქონების, პროდუქციისა თუ მომსახურებისა, რომელიც განთავსებულია Workly-ში), აკრძალულია განცხადებაში სხვა ვებ-გვერდის მითითება.
  • არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.

ხელშეკრულების საგანი ორგანიზაციებისთვის:

„ორგანიზაციებისთვის“ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მომსახურების ღირებულების სანაცვლოდ ორგანიზაციების მიერ „Workly“-ის სერვისების გამოყენება, რომელიც შეიძლება იყოს:

  • „ვაკანსიის“ „პლატფორმაზე“ განთავსება;
  • „მომხმარებლების“ ბაზასთან წვდომა;
  • რეკლამების თუ სხვადასხვა ფუნქციონალით სარგებლობა;
  • მარკეტინგული აქტივობები;

ხელშეკრულების საგანი მომხმარებლებისთვის:

მომხმარებლებისთვის“ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს „პლატფორმის“ გამოყენებით შემდეგი უფასო სერვისებით სარგებლობა, რომელიც შეიძლება იყოს:

  • „პლატფორმაზე“ „განცხადებების“ გამოქვეყნება;
  • „პლატფორმაზე“ „ვაკანსიების“ აღმოჩენა;
  • “პლატფორმიდან” „ვაკანსიაზე“ „აპლიკაციის“ გაგზავნა;
  • გაგზავნილი და შენახული „ვაკანსიების“ მართვა;

„მომხმარებლებისთვის“ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს პლატფორმის გამოყენებით შემდეგი ფასიანი სერვისებით სარგებლობა, რომელიც შეიძლება იყოს:

  • განცხადების რეკლამირება.

რეგისტრაცია ორგანიზაციებისთვის

“Workly”-ის „პლატფორმის“ გამოსაყენებლად „ორგანიზაციამ“ უნდა გაიაროს რეგისტრაცია.

“Workly”-ზე რეგისტრაციის გავლისას „ორგანიზაციამ“ შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს კომპანიის შესახებ შემდეგი მონაცემები:

  • კომპანიის დასახელება;
  • საიდენტიფიკაციო ნომერი;
  • ელ.ფოსტა;
  • საკონტაქტო პირის მობილური ნომერი;
  • პაროლი;
  • „მმართველი კომპანიის“ მიერ მოთხოვნილი სხვა ინფორმაცია (ასეთის არსებობისას).

ავტორიზაცია

“ანგარიშის” რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის გამოყენების მიზნით “მომხმარებელი” და “ორგანიზაცია” გადის ავტორიზაციას. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის და “ორგანიზაციის” უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.

ინტელექტუალური საკუთრება

“Workly”, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება მისივე საავტორო უფლება. ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება „Workly“-ის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე. 

ი/მ მედეა თავბერიძე (01015008151)

კონტაქტი

ნებისმიერი საეჭვო გარემოების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@workly.ge